|
2020-09-02 12:41:12, 2280 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება
ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა, ამომრჩეველთან მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება ვიდრე იყო გუშინ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას სრული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნები გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. „საარჩევნო ცვლილებები, ზომების გამკაცრება, თუკი ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა არჩევნების წინ, არც უნდა იყოს საჭირო დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ოპონენტების მიერ, ამის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, რომ პასუხი გავცეთ მათ ამ ბრალდებებს და არა მარტო ბრალდებებს. ზოგადად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა, ამომრჩეველთან მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება ვიდრე იყო გუშინ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება არა მარტო განწყობილია არამედ, სრული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)