00:48 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 11:25:39, 2287 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი ბნელი მედლის ორი მხარეა, ისინი ერთად აკეთებდნენ რუსულ საქმეს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებთან, როგორიცაა „ევროპული საქართველო“ „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ, ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“, ნინო ბურჯანაძესა და პრორუსულ პარტიებთან“ გამოვრიცხავთ კოალიციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე და ისინი ერთად აკეთებდნენ რუსულ საქმეს.

„კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. ასეთია დღევანდელი სურათი და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ ავიღებთ ბევრად მეტს ვიდრე 50%-ია და შესაბამისად ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებთან, როგორიცაა „ევროპული საქართველო“ „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ, ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“, ნინო ბურჯანაძესა და პრორუსულ პარტიებთან.

„ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე, ისინი ერთად აკეთებდნენ რუსულ საქმეს საქართველოში და ესაა მათთვის საერთო და ამიტომ სხედან ერთ მაგიდაზე. ვგულისხმობ „ნაც. მოძრაობას“, მის სატელიტებს, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ნინო ბურჯანაძეს. ისინი არიან გაერთიანებული რუსული საქმისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics