23:47 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 12:35:19, 1670 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის ბოლო ორი თვის ათვლა დაიწყება

არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის ბოლო ორი თვის ათვლა დაიწყება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თარიღის გამოცხადებით „ევროპული საქართველოსთვის“ არაფერი იცვლება.

„ამ თარიღის გამოცხადებით „ევროპული საქართველოსთვის“ არაფერი არ იცვლება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თარიღის გამოცხადების მერე ოფიციალურად დაიწყება ათვლა „ქართული ოცნების“ ბოლო ორი თვის ხელისუფლებაში. იმიტომ რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს, ამ შემთხვევაში 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics