23:46 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 16:08:31, 3784 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ლიდერები შუახევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სანერგე-საჩითილე მეურნეობაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და  შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევში სანერგე-საჩითილე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა პირველად გაიხსნა.

მეურნეობის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ, „ქართული ოცნების" ლიდერებს მიაწოდა ინფორმაციას, რომ სანერგე და საჩითილე მეურნეობა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებაზე და მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ემსახურება.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართობი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 800 ათასამდე ლარს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics