|
2020-08-27 14:53:30, 3292 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - ამაში მე დარწმუნებული ვარ
„მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - ამაში მე დარწმუნებული ვარ“ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ეს ყველასთვის ნათელია. „მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ყველასთვის ნათელია - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშედ. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი შექმნილი ვითარება, როდესაც ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მიიღოს მონაწილეობა ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემისგან განთავისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება - არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუტარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის, უკრაინაშიც“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)