|
2020-08-18 13:51:49, 1091 ნახვა
პოლიტიკა
30-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო
გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს, ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია, როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ისტორიაში "აბსოლუტურად უპრეცედენტოა" "პირდაპირ არის მითითებული, პირველად საქართველოს ისტორიაში, რომ პრაქტიკულად 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. არა მხოლოდ საკუთარი ხმებისთვის ვიბრძოლებთ, არამედ ერთმანეთის ხმებს დავიცავთ და არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური პარტიის ხმები თავად და სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს გადაულაგა. ეს არის ჩვენი ამომრჩევლისთვის იმის იმედის მომცემი, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას". - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)