|
2020-08-11 17:19:06, 1131 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ ყვარლის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ყვარლის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. „ძალიან მიხარია, რომ ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 2012 წელს ყვარლის ფაქტობრივად ყველა სოფელი გვაქვს შემოვლილი ფეხით. ეს იყო ის დრო, როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, მაგრამ ჩვენმა ერთად დგომამ, ჩვენმა შრომამ მოგვაპოვებინა ის მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით, ახალი ძალებით, ქვეყნის განვითარების სწორი ხედვითა და საქართველოს წარმატებისთვის მოდის. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ვიმყოფებით, ადამიანის, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა განათლების, პროგრესისა და ამავდროულად ეროვნული ღირებულებების ფასი. "ქართული ოცნება" მიჰყვება იმ გზას, რომელი გზაც დაუსახა ქართველ ერს ილიამ - საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, თანამედროვე, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ეს ყველაფერი ქართული იდენტობის, კულტურის და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების კვალდაკვალ კეთება. ამ მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, ჩვენ იარაღის ჟღარუნის, პროვოკაციების, ერთმანეთის მტრობისა და შუღლის, დესტრუქციისა და რევანშის ნაცვლად, გვჭირდება განათლება, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა და სამშობლოს ყოველდღიური სამსახური. სწორედ სამშობლოს ყოველდღიური სამსახურია ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და სწორედ ამისთვის ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ყვარელს ძალიან დიდი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაზარალდა, თუმცა ერთიანი ძალებით აუცილებლად შევძლებთ, რომ არა მარტო იმ ნიშნულს და ეკონომიკურ ზრდას დავუბრუნდეთ, რომელზეც ქვეყანა პანდემიამდე იყო, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა და შვება, ეს ყველაფერი კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს და შემდგომ არჩევნებში ძალიან ბევრჯერ გვიჩვენებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ ყველა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ყვარლის და კახეთის რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის! - განაცხადა კალაძემ.
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)