19:14 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 23:41:24, 1209 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ლიდერებმა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი გმირის ხსოვნას.

lV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა, იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics