22:17 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 16:40:03, 1321 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე დეპუტატებს - მივცეთ მოქალაქეებს მაგალითი, რომ ვასრულებთ პირბადის გამოყენების წესებს

მივცეთ მოქალაქეებს მაგალითი, რომ ვასრულებთ და ვაჩვენებთ ჩვენს დამოკიდებულებას  წესების და კანონების მიმართ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, პირბადის ტარება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ გართულებას იმ საფრთხის ფონზე, რაც დღეს გვაქვს.

„დღეიდან ძალაში შევიდა პირბადის სავალდებულო გამოყენების წესი, რომელიც შეიმუშავა მთავრობამ ჩვენს მიერ მიღებული საკამნონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. გთხოვთ, პირველ რიგში, ჩვენ მივცეთ მოქალაქეებს მაგალითი, რომ აბსოლუტურად ვასრულებთ და ვაჩვენებთ ჩვენს დამოკიდებულებას და პატივისცემას წესების და კანონების მიმართ. საკმაოდ მარტივია შესასრულებლად ეს წესები. რაღაც განსაკუთრებულ გართულებას, იმ საფრთხის ფონზე, რაც გვაქვს, არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, იძლევა ინფექციის შეკავების ძალიან მნიშვნელოვან კიდევ ერთ კომპონენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics