22:16 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 13:38:45, 1209 ნახვა

საზოგადოება
იმნაძე - როცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ კარგად მოვიქცევით და დიდი პრობლემები არ შეიქმნება, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაუმარტივდება.

იმნაძემ მატარებლით მგზავრობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის, ყველაზე უსაფრთხოა.

„რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამ მხრივ რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებთ ადვილია მგზავრების კონტროლი, იქ სახელობითი სიებით არის ბილეთები, აქედან გამომდინარე, რკინიგზა ამ შემთხვევაში ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics