22:17 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 12:37:11, 1297 ნახვა

საზოგადოება
პირბადის ტარება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონდე და შშმ პირებისთვის, სავალდებულო არ იქნება

ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გამონაკლისები. კერძოდ ასეთ ადამიანებს  პირბადის არ ტარების შეთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრებათ.

აღნიშნულ გამონაკლისს მიეკუთვნებიან 6 წლამდე ასაკი ბავშვები, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ასაკამდე ბავშვისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.

ასევე, გამონაკლისს მიეკუთვნებიან იმ ადამიანებს, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემა აქვთ - ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.

პირბადის ტარება არ იქნება სავალდებულო სპეციალიზებურ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სერვისის მიწოდებისას, მაგალითად ლოგოპედის მომსახურება.

სხვა ყველა შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულოა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში გადაადგილების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 20 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics