|
2020-06-14 17:45:16, 1263 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის II მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი. ეწყობა დასასვენებელი ფანჩატური, განათების ქსელი. სკვერი დამცავი მოაჯირებით შემოიღობა, მოეწყო წყლის ე.წ. „სოკო“. პროექტის ბოლო ეტაპზე დასასვენებელი სივრცე გამწვანდება. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „გრძელდება სკვერების მოწყობა და გამწვანება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით საჭიროა კომფორტული გარემო ახლა, როდესაც ბავშვებს არდადეგები ეწყებათ. ამჟამად, ვაკის რაიონში ცხრა დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს ყველას შეეძლება ამ ახალი და ლამაზი სივრცეებით სარგებლობა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. სკვერის მოწყობის პროექტის განსახორციელებად გამგეობის ბიუჯეტიდან 65 000 ლარამდე გამოიყო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)