|
2020-06-14 13:55:07, 1732 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - საქართველო უცხოეთში ოქროსა და ვერცხლს კი არა, მადლს ეძებდა, ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს
საქართველო უცხოეთში სიმდიდრეს და ოქრო- ვერცხლს კი არ ეძებდა, ეძებდა მადლსა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ განაცხადა. პატრიარქის თქმით, საქართველო მდიდარია წმინდანებით და ბედნიერია, რომ მადლი უხვად ეფინება ჩვენს ქვეყანას. „ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღე. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას, თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო, ეს ძლიერი ხატია, საქართველოს დიდება, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო. რა არის წმინდანი, დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული, წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით, წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას რომ, ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე. მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზსს უწოდებენ სწრაფ დამხმარეს და სასწაულთმოქმედს. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიონ თქვენ და საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)