23:25 - 27 Jul, 2026
|
2020-06-13 11:09:43, 1489 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივის პირველ კვარტალში 3 300 კვ.მ ფართობზე სკვერი ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველ კვარტალში კიდევ ერთ მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. დიღმის მასივის პირველის კვარტლის მეთერთმეტე კორპუსის მიმდებარედ 3 300 კვ.მ ფართობზე ახალი სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი და ჩატარდება ორგანული მულჩირების სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე. აღნიშნული პროექტისთვის 268 330 ლარია გამოყოფილი. სკვერის მოწყობის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)