00:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:08:00, 2660 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - 1-ლი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პირთა პენსია 250 ლარს, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების კი 300 ლარს მიაღწევს

1-ლი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პირთა პენსია 250 ლარს, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების კი 300 ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებით ქვეყანამ შეინარჩუნა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო წლის დასაწყისიდან.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ პირველი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები. არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად შესთავაზოს პენსიონერებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, წელს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 58 სოფელს მიენიჭა და დღეის მდგომარეობით, 1800 დასახლებულ პუნქტს ასეთი სტატუსი აქვს.

„რადგან აღვნიშნეთ მაღალმთიან სტატუსის მატარებელ რეგიონებში განსაკუთრებული პენსიის ზრდა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ წელს დამატებით 58 სოფელს მივანიჭეთ ეს სტატუსი და დღეის მდგომარეობით 1800 დასახლებულ აქვს ესეთი სტატუსი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics