00:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 11:26:26, 2184 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს გლობალურ პანდემიასთან მარტო გამკლავებას.

„ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს პირველ რიგში, როგორც ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics