|
2020-06-04 18:31:17, 3146 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო დავით გარეჯზე - როგორც ვიცით ახალი კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სიმართლე დადგინდება
პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია, რომელიც ახალი შემადგენლობით მუშაობს, წინაზე პრინციპული იქნება. „მისი უწმინდესობის ღვაწლის ერთ-ერთი დიდი შედეგია ჩვენი სამონასტრო ცხოვრების გაცოცხლება საქართველოში და მათ შორის, დავით გარეჯში. ჩვენ ვულოცავთ მთელ საქართველოს ამ დღეს და, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე, რომლებიც იმყოფება დავით გარეჯის მახლობლად. ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. ეს ორი სავანეა, რომლებიც ისტორიულად არის ქართული ძეგლები და ქართული სავანეები, ღირსი დავით გარეჯელის დროინდელია, მისი თანამედროვეა და მისი თანამედროვეების დაარსებულია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იქ ვერ ავდივართ, ვერ ვლოცულობთ და ვერ ვწირავთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ. როგორც მეუფე იმედოვნებს, დავით გარეჯის საკითხზე სიმართლე დადგინდება. „დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ეს სიმართლე და სულ ცოტა ხანში შევძლებთ იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)