დავით ლორთქიფანიძე: პიჯაკი შემომახიეს, სათვალე გამიტეხეს,არ მგონია ეს ასე რბილად დასამთავრებელი იყო
დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე 2 ოქტომბერს პარლამენტთან დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს. როგორც ლორთქიფანიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, როგორც დაზარალებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, დანარჩენი კი, პროკურატურის და სასამართლოს გადასაწყვეტია და პროცესებში არ ერევა.