08:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობას შეხვდა.

 

გრიგოლ ლილუაშვილი: მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის რათა მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება

„მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის რათა მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება  და ყველა იმ საკითხის დროული მოგვარება, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. მე გავხდები თითოელი მათგანის ლობისტი და ერთად გადავჭრით ყველა  პრობლემას, რომელიც სოფელს აქვს“, - ამის შესახებ „ქართული  ოცნება– დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ ბზვანის ე.წ.  ბაძგის უბანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე გენერალ კვინიტაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  ქ. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე   გენერალ კვინიტაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

 

დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი,-  ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ჯორჯ ბენიტესი: ნატო-ს საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა

ტლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი ვაშინგტონში ჯორჯ ბენიტესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოშ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ნატო  ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებას აძლიერებს.

 

პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებენ

,,დარწმუნებული ვარ, ირინე იმერლიშვილიდა გიორგი კვერენჩხილაძე, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერი: უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე
ნუგზარ სურმანიძე წინასააჩვენო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის შემცვლელად ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ილია ელოშვილი  დანიშნა.

 

გოჩა ენუქიძე მესტიის 6 სოფლის ამომრჩეველს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ოთარ დანელიას შემცვლელად სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი დანიშნა.

 

ფხალაძე: დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა იყო„
პრემიერი: არავის მივცემ უფლებას, რომ საარჩევნო კამპანიაში ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს

„მინდა, მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ძალადობა და მეთოდები, რომლებიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენთვის არის მიუღებელი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილამ ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი ყიფიანი: ლაგაზიძე სიაში ვერ მოხვდა, გაბოროტდა და აბსურდული ბრალდებები გააჟღერა

პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები მოგონილია და ის სიაში სასურველ ადგილას ვერმოხვედრის გამო გაბოროტდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics