ბენიამინ ნეთანიაჰუ: საქართველოსა და ისრაელს, თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია
„ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ - ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.