|
2020-01-30 14:31:13, 1811 ნახვა
კომენტარი
უგულავა: ივანიშვილი საქართველოს ხორცმეტად იქცა
„ივანიშვილი უკვე გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისს და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ამერიკის შეერთეული შტატებიდან მიღებული კრიტიკა ცხადჰყოფს, რომ ივანიშვილს „რამსები“ აქვს არეული და ქვეყანას საწინააღმდეგო მიმართულებით მიაქანებს. „დღეს არის ნიშანდობლივი დღე. მაშინ, როდესაც გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, ვიღებთ ამერიკის სენატიდან პრაქტიკულად ისეთ მამხილებელ წერილს, რომელსაც ვერაფერს დაამატებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს საერთოდ რამსები აქვს არეული და ჩვენი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ იმ მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, რომელიც შეიძლება, მართლა კატასტროფით დამთავრდეს, თუ ივანიშვილის ჩამოშორება არ მოხდება ხელისუფლებიდან. ეს სუბიექტი, ივანიშვილი, უკვე გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისს და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)