13:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 11:20:22, 285 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავა თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან არის გათავისუფლებული.

აღსანიშნავია, რომ მერაბ ტურავამ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი გასული წლის აპრილში დაიკავა. მანამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იმყოფებოდა ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგ კი ვადა ამოეწურა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას 5 მოადგილე ჰყავდა, ჩაანაცვლებს თუ არა ტურავას ვინმე, ჯერ უცნობია. უცნობია გათავისუფლების მიზეზიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics