12:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 16:08:35, 1580 ნახვა

სამართალი
თბილისში დაკავებული უკრაინის 7 მოქალაქიდან 5 გათავისუფლდა

თბილისში დაკავებული უკრაინის 7 მოქალაქიდან 5 გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

როგორც სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ,  არსებითი განხილვების ეტაპზე 5 პირის მიმართ აღკვეთის რონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მათივე ცნობით, მათ 2-2 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.

რაც შეეხება კიდევ ორ პირს, მათი ეპიზოდი არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო.

"როგორც კი, საქმეზე ახალი მოსამართლე დაინიშნება, სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყება", - აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, უკრაინის 7 მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს დააკავეს, 4 დეკემბერს კი, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics