11:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 17:22:36, 1651 ნახვა

სამართალი
ფარული ჩანაწერების საქმეზე ორ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა, შვიდს კი, გირაო შეეფარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებიდან 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, 7კი გირაო შეეფარდა. 

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაია ბერიძეს 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს 2 000-ლარიანი, ანი აროშიძეს 2 000-ლარიანი, თენგიზ ირემაძეს 3 000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს 2 000-ლარიანი, გიორგი გასვიანს 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარე გირაოს მათთვის ითხოვდა, ვინც სოციალურ ქსელში კადრები მიიღო, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი, სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. 

ცნობისთვის, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 დაკავებულიდან 9-ისთვის აღკვეთის შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს მსჯელობდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics