12:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 13:04:40, 1610 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: 600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება

"ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა, როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ისტორიულია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სესხების განულებასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის განცხადებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მთავრობის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში.

„600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. როდესაც გვქონდა საუბარი იმ ადამიანებზე,რომლებსაც ჰქონდათ 2 ათასზე ნაკლები ძირი და შემდეგ გაუპრობლემდა, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ და დარჩათ 2000-ზე ნაკლები თანხა გადასახდელი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში. ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე  ვალის გარეშე შეხვდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics