14:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 12:28:58, 295 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს

აპრილში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. 

უახლეს ანგარიშში ის ღიად გამოხატავს შეშფოთებას აქციების ძალადობრივად დარბევაზე გამოძიების გაჭიანურების და არაეფექტიანობის გამო და მიუთითებს, რომ მხოლოდ სახალხო დამცველმა ამ პერიოდში არასათანადო მოპყრობის 360 საჩივარი მიიღო.

ის მწუხარებას გამოთქვამს, რომ მის მიერ გაცემული რეკომენდაციები ამ ანგარიშში კვლავ მეორდება, რადგან არაერთი წელია, არსებობს პრობლემები, რომლებიც ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ გამოუსწორებია.

"შეზღუდული პროგრესი" - ამ კონტექსტში მოიხსენიებს ის ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ პოლიციელების მხრიდან გადაცდომების გამოძიებას. აქ იგულისხმება გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად მაისაშვილის ცემის ფაქტზე 5 ძალოვანის დაკავება. 

"კომისარი ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ ყველა საჯარო შეკრება უნდა იყოს ადამიანის უფლებების სტანდარტების, კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად გაკონტროლებული და რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ეფექტურად იქნას გამოძიებული.

თუმცა, კომისარი აღნიშნავს, რომ გამოძიების კუთხით მხოლოდ შეზღუდული პროგრესია. მაშინ, როდესაც მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ მიიწევს და რამდენიმე შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. 

2026 წლის 7 მაისს გენერალურმა პროკურორმა სპეცრაზმის 5 თანამშრომლის დაკავების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ჩართული იყო 3 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობაში 2024 წლის აპრილისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს. კომმისარი აღნიშნავს, რომ ეს არის პირადი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის, თუმცა ის აღნიშნავს, რომ 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის მარტამდე სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შეტყობინებები 360 პირისგან მიიღო, მათ შორის წამების და ასევე, ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ.

კომისარი შეშფოთებულია ამ საქმეებში მნიშვნელოვანი შეფერხებების და უფრო ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო".

ამასთან, ანგარიშში ის ყურადღებას ამახვილებს აქციების დროს ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. ის კიდევ ერთხელ ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას.

მაიკლ ო'ფლაერტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს კრიტიკოსების, მათ შორის ოპოზიციისა და მედიის დევნა. 

მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 2026 წლის აპრილში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა არაერთ პოლიტიკოსს, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics