12:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 12:44:21, 649 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქედაში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მახუნცეთის ტერიტორიაზე.  ქედის  65 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირება 2019 წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება.  მილები უკვე ჩადებულია 51 კილომეტრზე.

გაზსადენი, რომლის  საერთო სიგრძე 65 162 მეტრია,ბუნებრივი აირით  სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს.

"ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. საკმაოდ ხანგრძლივ სამუშაოებს კომპანია ვადამდე ადრე ასრულებს. რეგიონში  ქობულეთიდან  და ადიგენიდან შემომავალი გაზსადენი მილების შეერთებით ადგილობრივ მოსახლეობას ექნება ბუნებრივი აირის ალტერნატიული მომარაგება. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც  გააუმჯობესებს ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას აჭარის ტერტორიაზე"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

გაზსადენის გაყვანაზე ქედაში  ჯამში 90 ადგილობრივია დასაქმებული.  პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics