13:43 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 11:00:34, 250 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად მეოთხე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

STEM ოლიმპიადის ფინალური ტური უკვე გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ. წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა 160-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შედეგად კი ფინალში 10 საუკეთესო გუნდი გავიდა.

ფინალური ეტაპის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად მუშაობდნენ STEM მიმართულების პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულები კი პროფესიონალმა ჟიურიმ გამოავლინა.

ძირითად ლიგაში გამარჯვებული თბილისის თავისუფალი სკოლა გახდა, რომელსაც საქართველოს ბანკისგან 10 000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა.

მეორე ადგილი ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მოიპოვა და 5 000 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო მესამე ადგილზე დამოუკიდებელი საერო სკოლა „შავნაბადა“ გავიდა, რომელმაც 3 000-ლარიანი ფულადი ჯილდო მიიღო.

ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგაში გამარჯვება ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ბანკისგან 3 000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა.

ფინალისტ გუნდებს შორის იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა, სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“, თბილისის თავისუფალი სკოლა, ახალციხის №1 საჯარო სკოლა, სკოლა „სადუნი“, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თბილისში, ქართულ-ამერიკული სკოლა, ბრიტანულ-ქართული აკადემია, დამოუკიდებელი საერო სკოლა „შავნაბადა“ და ნიუტონის თავისუფალი სკოლა.

შეგახსენებთ, რომ STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეები ონლაინ შესარჩევ ტურში ერთვებიან, შემდეგ კი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები დასწრებულ ტურში გადადიან. ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებასა და STEM პროექტზე მუშაობაში ეჯიბრებიან.

ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40-საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი ჩაუტარდათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვებოდა.

პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი, რომელმაც STEM ოლიმპიადის ფინალურ ტურს უმასპინძლა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics