2017-10-11 10:30:16, 1842 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: დარწმუნებული ვარ, ლადო ჭანტურია იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ევროსასამართლოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩვენს ქვეყანას სწორედ ლადო ჭანტურია - უაღრესად მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ღირსეული ადამიანი წარმოადგენს.
მჯერა, რომ ბატონი ლადოს მოღვაწეობა სტრასბურგში კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას.
დარწმუნებული ვარ, რომ ლადო ჭანტურია იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ლადო ჭანტურიას უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო მისიის შესრულებაში“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
ავტორი: ,