12:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 11:44:41, 354 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

14 აპრილს საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა,  დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი ქვეყნისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

საგარეო საქმეთა მინისტრები ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics