12:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 18:23:03, 652 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა, –ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო–ეკონომიკურ  ურთიერთობებს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა ისაუბრეს იმ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ  საქართველო და აზერბაიჯანი  წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ყურადღება გამახვილდა  ტრანსპორტის სფეროში  თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.

აღინიშნა საქართველოში ტურიზმის დადებითი დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics