12:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 17:49:45, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: მოსამართლეებს ყველა საშუალება აქვთ, ზეწოლას გაუძლონ

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლის არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ინსტიტუტი ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი გუნდისგან ირიბ ზეწოლას განიცდის.

„საკონსტიტუციო სასამართლოზე ირიბი ზეწოლა მმართველი გუნდისგან და ყოფილი მმართველი გუნდისგანაც ხორციელდება. ცუდია, რომ ეს ინსტიტუტი ზეწოლას ექვემდებარება. თუმცა, ეს პირდაპირი ზეწოლა არ არის. მოსამართლეებს ყველა საშუალება აქვთ, რომ ამ ზეწოლას გაუძლონ და რაც მთავარია, ეს გამოხატონ საკუთარ გადაწყვეტილებბებში გამოხატონ და არა პირდაპირ ეთერში. ეს ყოველივე ძლაიან დაბლა სწევს ამ ინსტიტუტის ღირსებას. მოსამართლეები რომ ყოველდღე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესტიჟის ამაღლებას არ ემსახურება. გარდა ამისა, პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს. თუ ვინმემ რამე დააშავა, ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალ

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა და მმართველი გუნდი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics