2016-08-10 10:21:25, 1533 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: შსს კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი თათბირი ჩაატარა.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა. შს მინისტრმა, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად, პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან