|
2016-04-08 16:45:25, 346 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ბოლო 2 თვის განმავლობაში იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი არ შეიცვლება და აქტიური საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში იქნება. "2 თვის განმავლობაში იქნება სრულყოფილი საარჩევნო კამპანია. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმაც განაცხადა, რომ პროგნოზირებისათვის, მათ შორის პოლიტიკური პროცესებისათვის არის ძალიან კარგი, რომ დღესვე ყველამ იცის, რომ 8 ოქტომბერს იქნება არჩევნები, მაგრამ რაც შეეხება აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ის იქნება ბოლო ორი თვის განმავლობაში",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)