21:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ნარმანია: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ.

 

შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, განხორციელდება ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა „ბავშვთა სამყაროში“  ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზარალებულ მოვაჭრეების დახმარების საკითხის შესახებ განაცხადა.

 

ზვიად ქაწაშვილი: გრძელდება სამუშაოები, რათა უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში  კვლავ  მიმდინარეობს სამუშაოები,  რის შემდეგაც  დაზარალებულებს მათი კუთვნილი ნივთების გამოსატანად  ეტაპობრივად შეიყვანენ.

 

პრემიერი: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ

„ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

 

გიგა ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ

„ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

უგულავა: საქართველო არასოდეს იქნება ქვეყანა, რომელიც ჭაობს დაემსგავსება

„საქართველო არასდროს არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსაგვასება ჭაობს  და არასდროს არ იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით“,-ამის შესახებ „თავისუფალი მოძრაობა-ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივის შემსრულებელმა გიგი უგულავამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ხოშტარია: სამხედროების მიმართ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ძალიან მძიმეა

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სამხედროებისთვის დაპირებული ბინების არ გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

 

ელენე ხოშტარია: რუსეთს ჩვენზე პოლიტიკური გავლენის ბერკეტი პირდაპირ გადავეცით

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებით, ქვეყანას ზიანი უსაფრთოხების მიმართულებით მიადგა.

 

ბაქრაძე: ვაპირებთ ვიყოთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს თავისი მონდომებით წინ წაიყვანს

„მთავარი ამოცანაა იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე და რომელიც ბოლო წლების განმავლობაში  „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელმა ხელისუფლებამ წაგვართვა“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ელისაშვილი ნარმანიაზე: მოვიდა, დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო
ზვიად ქაწაშვილი: ოქრო სავაჭრო ცენტრის შენობაში დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაშია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში ოქრო დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაშია.

 

ნიკა მელია: სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი მოვიდეს და ამ ხალხს პასუხი გასცეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდება.

„ალდაგი“: კომპანიაში მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება

დასაზღვევო კომპანია "ალდაგის" ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორის ვახტანგ ებიტასილის განცხადებით, კომპანიაში მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება.

იაგლანდი: მინდა მივულოცო საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროპა საქართველოში რეფორმების პროცესს მხარს უჭერს.

 

ტორბიორნ იაგლანდი: ევროპის საბჭო აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღსადგენად აქტიურად მუშაობს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გააკეთეს. 

კობახიძე ვეტოზე: იყო გარკვეული მცდელობა, უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის  მიერ ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics