11:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სააკაშვილი: წითელი ინტელიგენციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე წასული და ჩემზე თავდასხმით დაკავდნენ

„წითელი ინტელიგენციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე უკვე წასულია და ძირითადად ჩემზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმით დაკავდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„არსებობს მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული წულუკიანი, რომელიც თავის პატრონთან ერთად, საქართველოზე შურს იძიებს“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა. 

ხმალაძე: პრეზიდენტის განცხადება არაკორექტული იყო, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ნაწილობრივ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით არაკორექტულია, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის ტავმჯდომარის პასუხის ნაწილობრივ არაკორექტულია. 

„კობახიძის თქმით, კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარებიდან გამომდინარე“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სესიაშვილი - პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო კომიას შეურაცხყოფას აყენებს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმდჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო კომიას შეურაცხყოფას აყენებს. 

აბაშიშვილი პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან „რუსთავი 2“-სთვის თანხის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ "რუსთავი 2"-სთვის პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხა გამოიყოს.

 

„თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე მომავალ წელს გადავიდეთ“

„თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება ვიფიქროთ პოზიციის გადახედვაზე და იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე პრეზიდენტის განცხადებას.

 

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

დავით დვალი: პირობას ვდებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დავუშვებ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს.

 

ჯოზეფ დაული „რ2“-ზე: მოსახლეობას შეიძლება ინფორმაციის ერთადერთი დამოუკიდებელი წყარო ჩამოერთვას

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ამერიკელი ანალიტიკოსი: „რ2“-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად რუსეთს ემსგავსება

ამერიკელი ანალიტიკოსის პოლ კრიგოს განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად რუსეთს ემსგავსება. 

„რა გადაწყვეტილებებისკენაც მიდის საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, ჩემთვის დასანანია“

 „პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებებისკენ მიდის საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობის საკითხზე, ჩემთვის დასანანი იყო“, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას.

მარგველაშვილი: სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ღია ეთერით გვესმოდა

 „ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, ინსტიტუტების მდგრადობა, ბუნებრივია,  არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შეკითხვას, რომელიც „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს როლს ეხებოდა.

პრეზიდენტი ყველა მხარეს მოუწოდებს, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  2007 წელს  ტელეიმედის დარბევა გაიხსენა და მას ქვეყნისთვის უაღრესად დამაზიანებელი ფაქტი უწოდა. 

პრეზიდენტი „რუსთავი2“-ზე: პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად, თავიდანვე პოლიტიზირებული გახდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მარგველაშვილი: ბოლო 2 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა ჩემს შეხვედრაზე, „რუსთავი2“-ის თემა იყო წამოწეული

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა მის  შეხვედრაზე, რომელსაც მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, „რუსთავი2“-ის თემა იყო წამოწეული:

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics