03:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 16:06:07, 2397 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

21-23 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში; ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 13,010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კანონდარღვევით  ვერცხლის ნაკეთობების (საერთო წონით 1,943.24 გრამი)  შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი, 23 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ გამოვლინდა. არადეკლარირებული  საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,031.45 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი  ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3.031.45 ლარის ოდენობით შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics