22:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-27 21:09:36, 264 ნახვა

პოლიტიკა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა

ALGORITHM WATCH აქვეყნებს სტატიას, სათაურით - როგორ ზღუდავს რუსული სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. 

მათი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახის ამომცნობი კამერების სისტემა Polyface-ს მოსკოვში დაფუძნებული კომპანია - "Papillon AO"-სგან შეიძინა. 

ორგანიზაცია აღნიშნას, რომ "Papillon AO" სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. კომპანიის პროდუქტებს ძირითადად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები - ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი იყენებენ.

ორგანიზაციის ცნობით, Papillon ისევე როგორც საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სხვა რუსული კომპანია, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლოს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.

"Polyface დაფუძნებულია ღრმა სწავლების  ამოცნობის ალგორითმზე, რომელიც შექმნილია ნოვოსიბირსკში დაფუძნებული რუსული ხელოვნური ინტელექტის კომპანიის 3DiVi-ს მიერ. კომპანიას მხარს უჭერს რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი.

სისტემას შეუძლია დიდი რაოდენობით ადამიანების მაღალი გარჩევადობის გამოსახულების დაფიქსირება, მათ შორის ცუდი განათების პირობებშიც, ასევე სახეების ამოცნობა ნიღბის ან ნაწილობრივ დაფარული სახის შემთხვევაშიც.

ტენდერის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალურად მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორების შეუზღუდავი რაოდენობისთვის. 2025 წლამდე სისტემით ერთდროულად მხოლოდ 30 ოპერატორს შეეძლო სარგებლობა.

ეს ცვლილება მიანიშნებს, რომ სამინისტროში გაიზარდა მოთხოვნა უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციების მონიტორინგზე.

სახეების კონკრეტულ პიროვნებებთან დასაკავშირებლად სისტემა იყენებს „ერთიან საინფორმაციო ბანკს“, რომელიც სამოქალაქო რეესტრის ფოტოსურათებზე წვდომას უზრუნველყოფს.

პროგრამას ასევე შეუძლია წინასწარ ჩატვირთული ფოტოების ბაზებში ძებნა, მათ შორის სოციალური ქსელებიდან და სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ გამოსახულებებში. .

სახის ამოცნობის სისტემა, Polyface მუშაობს სამ ძირითად რეჟიმში: ავტომატური სკანირება, ოპერატორის მიერ მართვა და წინასწარ განსაზღვრული პირების სიაზე დაფუძნებული მონიტორინგი.

სისტემა არა მხოლოდ იდენტიფიცირებას ახდენს, არამედ პროტესტის მონაწილეთა გადაადგილებისა და აქტივობის ისტორიის აღდგენასაც უზრუნველყოფს", - ნათქვამია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics