07:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 13:00:23, 2114 ნახვა

სამართალი
ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას.

ბესელიას განცხადებით, მოხდება ერთობლივი პროექტის ინიცირება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე არ გაითვალისწინა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

„ვაპირებთ ერთობლივი პროექტის ინიცირებას, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რაც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. პროექტი შეეხება,  თუ რა  წესით უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა იმისთვის, რომ ნეგატიური პროცესი, რაც მოჰყვა ამ არჩევას, გავანეიტრალოთ, დავაზღვიოთ რისკები და გამართული კანონმდებლობა დახვდეს პარლამენტში, როდესაც იუსტიციის საბჭო იღებს ასეთ თავხედურ გადაწყვეტილებას და არაფრად არ აგდებს არც ქვეყნის იმიჯს, არც ინსტიტუციურ პატივისცემას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics