|
2019-05-04 16:15:41, 1475 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, 9 მაისს, პრორუსული ძალები „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას გეგმავენ
თბილისში, 9 მაისს, პრორუსული ძალაბი "უკვდავი პოლკის" მსვლელობას გეგმავენ. ინფორმაციას Tass "უკვდავი პოლკი - საქართველოს" ხელმძღვანელზე და "ევრაზიის უნივერსიტეტის" დამფუძნებელზე გულბაათ რცხილაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. რცხილაძის განცხადებით, 9 მაისს მოქალაქეები , რომელთა წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ, ჩავჭავაძის გამზირზე შეიკრიბებიან და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. მანვე დასძინა, რომ მსვლელობის მონაწილეები ადგილზე მებრძოლების სურათებს მიიტანენ. "ასევე ჩამოვლენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან, ასობით მოქალაქე შეიკრიბება", - განაცხადა რცხილაძემ. მისივე განმარტებით, მმიუხედავად იმისა, რომ "უკვდავი პოლკი" თბილისში ადრეც გამართულა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი მსვლელობას გამართავენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)