01:09 - 23 Jul, 2026
|
2026-07-22 23:38:08, 241 ნახვა
პოლიტიკა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას და თავდასხმის კადრებს მისი ახლობლები Facebook-ზე ავრცელებენ. კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა. ონისე ოქრიაშვილი ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. "ონისეს დახვდნენ სახლთან, 3 კაცი შედგა და ცემა. გადავდივართ კლინიკაში. მძიმე დაზიანებები არ აქვს. ქართული ოცნება არის ტერორისტული რეჟიმი და ამას აუცილებლად მალე დაამტკიცებს დამოუკიდებელი სასამართლო", - წერს Mariam Samu სოციალურ ქსელში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)