06:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 18:56:14, 1835 ნახვა

ეკონომიკა
მერსედეს ვერა-მარტინი: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა," - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა - მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოამზადებს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს.

„მომავალი ორი კვირის მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს გამართავს.  ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება. ასევე ვისაუბრეთ მთავრობის გეგმების შესახებ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics