|
2019-04-26 12:16:06, 1421 ნახვა
საზოგადოება
ნინი გოგიჩაიშვილი „სილამაზე სიკეთისთვის“ ფარგლებში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია
სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება. ყოველწლიურად “მის საქართველოს“ გამარჯვებულებულები მათ მიერ ორგანიზებულ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში “მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-პაციენტებს ეწვია და პატარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ნინი გოგიჩაიშვილის თქმით, ეს დღე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ამ სიცოცხლით სავსე ბავშვების გაცნობა მისთვის დიდი პატივია:
“დედამიწას მართლაც, რომ სიკეთე ატრიალებს! დღეს, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა იაშვილის კლინიკის ონკო-პაციენტები. სიცოცხლით სავსე, ოდნავ დაღლილი, მაგრამ მოციმციმე თვალებით მათ საოცარი დღე გვაჩუქეს! დიდი პატივი იყო ჩემთვის თითოეული მათგანის გაცნობა! დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ბავშვებთან შესახვედრად და დიდი მადლობა "დიტო ცინცაძის ფონდს", ქალბატონ რუსუდან ცხომელიძეს, ვინც დამაკავშირა იაშვილის კლინიკასთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ კომპანიას, რომელიც ჩაერთო ჩემს პირველ საქველმოქმედო აქციაში "სილამაზე სიკეთისათვის", მის საქართველოს რანგში და გახდა სიკეთის თანამონაწილე. ჩემთვის, ასევე, დიდი პატივია, იაშვილის კლინიკის ფსიქოლოგის პირადად გაცნობა, რომელიც ყველა პატარას უკლებლივ უყვარს! თითოეულ მებრძოლ ბავშვს კი მთელი გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას! ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები იქნებიან და ყველაფერი კარგად იქნება. დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ დღეს ჩემთან ერთად იყვნენ“, - აღნიშნა ნინი გოგიჩაიშვილმა. ნინი გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ნატურალური წვენების კომპანია ჩერო - Chero, საკონდიტრო Assorti , ბავშვთა გასართობი ცენტრი Neverland და კომპანია skylantern.ge.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|









ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)