00:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 17:14:33, 1404 ნახვა

ეკონომიკა
მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თანხვედრაშია მთავრობის სტრატეგიასთან, საქართველო გახდეს ცენტრი ფართო რეგიონისთვის.

„საერთაშორისო კომპანიებზე, მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, მათ შორის მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებზე, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ცენტრი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics