11:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 10:36:34, 692 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მხარდაჭერით, პირველი მინისტრის - ნოე რამიშვილის შესახებ წიგნი გამოიცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის ,,საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“ პრეზენტაცია გაიმართა. 

გამოცემა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის დეტალებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, დღემდე გაუხმაურებელ დოკუმენტებს  და ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ავტორის მოძიებულ ცნობებს მოიცავს.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის - ნოე რამიშვილის შესახებ წიგნი შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით და მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას ისტორიკოსები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ნოე რამიშვილის შთამომავლები დაესწრნენ.  მათ შორის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, რომელიც საფრანგეთიდან საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ  ნოე რამიშვილის შთამომავლებმა გასულ წელს, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელ დიდ ვანში მიწის ნაკვეთი შეიძინეს და სახლი ააშენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა.

 


 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics