15:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 12:03:03, 1619 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკს შორის განსხვავება არ არსებობს, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა

არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს ფატალური საფრთხის მოტანა შეუძლია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა ნარკოტიკული საშუალებები არ მიიღონ:

„მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა და როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა.  ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან", - განაცხადა სერგეენკომ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics