2026-06-18 14:34:51, 301 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე დრონებით თავდასხმას კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება X-ზე.
" თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება. ჩვენ არ გვინდა ომი, არც არასდროს გვდომებია. დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია, დადგა დრო, დასრულდეს ეს ომი", - წერს ის.
უკრაინამ მოსკოვზე მასშტაბური იერიში მიიტანა - იწვის კოპოტნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ განხორციელდა დარტყმები.
აღსანიშნავია, რომ ეს ქარხანა კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,