15:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:11:03, 2055 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი აზრით, დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იგი ფედერაციის წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან შეხვდრას აპირებს.

„ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი ვალდებულება. შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი, ყრილობა ჩანიშნულია ხუთშაბათს და ალბათ იქ შედგება საუბარი. ვეცდებით, რომ მოხდეს კონცენტრირება ორივე მხარის. პირადად ჩემთვის ცოტა ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნილებაში, თუმცა შეხვედრაზე ალბათ უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, არ უნდა გადადგეს ქევხიშვილი, იმიტომ, რომ არის რიგითობა ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, მოღვაწეობა მანდ გააგრძელოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, ძიუდოს ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics