|
2018-03-29 12:04:42, 572 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში" გამართულ ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის მე-19 ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელი პირები. ევროპის ჩემპიონის ტიტული ხორვატმა ივან სარიჩმა მოიპოვა. გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს 20 ათასი ევრო გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ივან სარიჩს გამარჯვება მიულოცა და მომავალში ახალი მიღწევები და სპორტული გამარჯვებები უსურვა. ბათუმში გამართულ ჩემპიონატში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 23-მა მონაწილემ, 2019 წელს ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმმა უკვე მეორედ უმასპინძლა კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)