11:22 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 10:03:32, 311 ნახვა

სხვადასხვა
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა

კონსერვატიული კათოლიკეების აღშფოთება გამოიწვია იტალიის სასამართლომ, რომელმაც ოთხი წლის ბავშვს ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა. სასამასრთლომ გამოარკვია, რომ წყვილის შვილი სუროგაციის გზიღ არ გაუჩენია და ბავშვს დედაც ჰყავს, რომელის უფლებაც სასამართლომ ასევე აღიარა. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, 

ბავშვი გერმანიაში დაიბადა და იქ ორ დაქორწინებულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი ბიოლოგიური მამაა, რომელმაც ის წყვილის მეგობარი ქალისგან გააჩინა.

არაბიოლოგიურმა მამამ, იტალიელ-გერმანიის მოქალაქემ, შემდგომში ბავშვი გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად იშვილა, მაგრამ იტალიაში ამ შვილად აყვანის აღიარება მოითხოვა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარყო მოთხოვნა, რადგან ეჭვობდა, რომ ბავშვი სუროგაციის გზით დაიბადა საზღვარგარეთ - პრაქტიკა, რომელსაც იტალიის კონსერვატიული მთავრობა დანაშაულად მიიჩნევს.

სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ სუროგაციის შეთანხმება არ არსებობდა.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა, ნიშნავს, რომ იტალია, გერმანიის მსგავსად, ბავშვს ორი კანონიერად აღიარებული მამის და ერთი დედის ყოლად ცნობს.

გადაწყვეტილება იანვარში იქნა მიღებული, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნდა, როდესაც იტალიაში ერთსქესიანთა პარტნიორობის ლეგალიზების შესახებ კანონის პარლამენტის მიერ მიღების 10 წლის იუბილე აღინიშნა.

კათოლიკურმა ორგანიზაციამ „პრო ვიტა და ოჯახი“, რომელიც ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს იცავს, დაგმო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების იურიდიული აღიარება „ოჯახის კანონმდებლობას ცვლის, არასრულწლოვნებს ყველანაირ სოციალურ და იდეოლოგიურ ექსპერიმენტს უტარებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics